ტიმ დრეიპერი დეცენტრალიზირებული განაცხადის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია

0
1339

ტიმ დრეიპერი, ცნობილი ინვესტორია, რომლის სავარაუდო კრიპტო ქსელიც 350 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შეუერთდა EOS-ის დეცენტრალიზირებული განაცხადის ფირმის MakeSense Labs-ის დირექტორთა საბჭოს.

“მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერ ამ საოცარ განაცხადს. Sense.Chat-i აუმჯობესებს ადამიანის კავშირებს პირადი, მარტივი შეტყობინებების და გადახდების საშუალებით”,- განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

”ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტიმის დახმარება და რჩევების მიღების საშუალება მოგვეცა. ის კრიპტო ინდუსტრიასა და Blockchain ტექნოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი ფიგურაა. უნდა ვთქვათ, რომ ის შემოქმედებითი პიროვნებაა”,- აღნიშნა Sense.Chat-ის მთავარმა ოფიცერმა, ბენ სიგმანმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმ დრეიპერი ციფრული ვალუტების მიმართ პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. ტექ.-ინვესტორი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონს მიაღწევდა.

“მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის სფერო მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ინტერნეტის ქსელში გაშვების შემდეგ ინდუსტრიებმა 10-100 მილიარდი დოლარის მოგება ნახეს, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მოგება კი ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ციფრული ვალუტა იქნება ყველგან: ფინანსურ სექტორში, ჯანდაცვის სფეროში, სამთავრობო უწყებებსა და სადაზღვეო სისტემაში”,- აცხადებდა ტიმ დრეიპერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი