აშშ-ს ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარე: ეროვნულ კრიპტოვალუტაზე მუშაობა არ მიმდინარეობს

0
1469

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ფრთხილად ეპყრობა ციფრული ვალუტების მონიტორინგს.

თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.

შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პაუელმა კრიპტოვალუტების საკითხზე ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ ცენტრალური ბანკები, დიდი ალბათობით, საკუთარ ციფრულ ვალუტას უახლოეს მომავალში არ გამოუშვებენ. ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა მრავალი სახის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების საკითხების ჩათვლით.

”თუ თქვენ იფიქრებთ ერთ ვალუტაზე, რომელიც უნდა იყოს შექმნილი შეერთებული შტატებისთვის, ეს ნამდვილად უნდა იყოს კიბერ უსაფრთხოება”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო საბჭოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი Blockchain-ის დანერგვაზე მუშაობდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ Blockchain ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სადაზვერვო სამსახურსა და პენტაგონშიც კი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი