ციფრული ვალუტის ბირჟის, Huobi-ის კვლევითი და სასწავლო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირჟის უნივერსიტეტი გიბრალტარის უნივერსიტეტთან დაიწყებს თანამშრომლობას. პარტნიორობა Blockchain ტექნოლოგიის კვლევას შეეხება. თუმცა პროექტი ფართომასშტაბიანია და სხვადასხვა ინიციატივასაც მოიცავს.
გიბრალტარის კომერციის მინისტრმა, ალბერტ ისოლამ უნივერსიტეტის სახელით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის გაფორმება კი ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ოფიციალურად დაწყებულია.
“ჩვენ საოცრად აღფრთოვანებულები ვართ Huobi-ს უნივერსიტეტსა და გიბრალტარის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით. ეს იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნის დაჩქარების საშუალება. ორივე მხარე იზიარებს პოზიციას, რომ ინოვაციას კვლევების კუთხით განვითარება სჭირდება”,- აღნიშნა Huobi-ს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯაინინგ იუმ.
ეს განცხადება მან დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში, გიბრალტარის მთავრობამ გიბრალტარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსების შექმნაზე.