საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრიპტო ინდუსტრიის განვითარების მომხრეა

0
1534

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, ქრისტინ ლეგარდიმ განაცხადა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა დაიცვან მომხმარებლები, მაგრამ ასევე გახსნილები უნდა იყვნენ ისეთი ინოვაციებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტა.

ქრისტინ ლაგარდიმ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და მონეტარულ საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ ცენტრალური ბანკები და ფინანსური მარეგულირებლები მაქსიმალურად გახსნილები უნდა იყვნენ ცვლილებების მისაღებად.

”ახალი ტექნოლოგიების შემთხვევაში – ციფრული ვალუტების ჩათვლით, ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა იყოთ რისკებთან დაკავშირებით, ფინანსური სტაბილურობის, კონფიდენციალურობის ან დანაშაულებრივი საქმიანობის თვალსაზრისით.

აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების უზრუნველყოფა, რათა ტექნოლოგია საზოგადოებრივი სიკეთისკენ იყოს მიმართული. ეს კი გულისხმობს ინოვაციისგან უფრო ფართო სოციალური სარგებელის აღიარებას და მისი განვითარების შესაძლებლობას”,-აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი