ბელგიაში კრიპტო ინდუსტრია ფართოვდება

0
1618

მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნაულთიმ უარყო მონაწილეობა ახალი, ბელგიური კრიპტო სავაჭრო კომპანიის Abesix Belgique-ის დაარსებაში.

რამდენიმე დღით ადრე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერნარ არნაულთი ბირჟის დაარსებაში მონაწილეობდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბირჟა ოპერირებას არ დაიწყებს.

ამ ეტაპაზე, როგორც ცნობილია, Abesix–ზე ვაჭრობა ექვს კრიპტოვალუტაზე იქნება შესაძლებელი. სავაჭრო ციფრულ ვალუტებს შორის არის ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ბიტკოინ Cash-ი, ლაიტკოინი და Dogecoin-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიით ასევე ვრცელდება ინფორმაცია ბრიუსელში მცხოვრები ახალგაზრდა ბიზნესმენის, ემანუელ ვუტერსის ბირჟის დაარსებაში მონაწილეობის შესახებ.

თუმცა ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის მარეგულირებელი ორგანო აქტიურად ადევნებს თვალს ციფრული ვალუტის ბირჟების საქმიანობას. ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში მარეგულირებელმა 78 კრიპტოვალუტის ბირჟას გაფრთხილება მისცა.

გაფრთხილება განპირობებული იყო ქვეყნის ფინანსური მომსახურეობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით. განცხადებაში აღნიშნული იყო იმ პლატფორმების ჩამონათვალი, სადაც თაღლითობის ნიშნები დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი