კრიპტოვალუტის კომპანია, Sygnum-ი სინგაპურის მარეგულირებელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები ლიცენზიის მიღებას შეეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის კომპანიას სულ ახლახანს შვეიცარიაში ლიცენზია მიენიჭა. ამ ეტაპზე კი კომპანია ცდილობს აზიის კონტინენტზე თავი დაიმკვიდროს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Sygnum-ი კრიპტო საბანკო ორგანიზაციაა.
მიუხედავად ამისა, Sygnum-ი პირველი კრიპტო კომპანია არ არის, რომელსაც სინგაპურის ბაზარზე სურს შესვლა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში მედიით გავრცელდა უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორის, ჩენგპენგ ზაოს კომენტარი.
ის ბირჟის ფილიალის გახსნას სინგაპურში გეგმავდა.
ეს ინფორმაცია ჩენგპენგ ზაომ სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის დროს გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სინგაპურის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ცდილობდა.
მოგვიანებით კი ამ განცხადებას რეგულაციის რეჟიმის გაფართოება მოჰყვა.