კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1336

ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურება.

ბიტკოინი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი კრიპტოვალუტის კურსმა დაიკლო მოსალოდნელია, რომ ფასი 9,000 დოლარამდე დაეცეს. ეს არის ის ნიშნული, რა დროსაც ტრეიდერებმა ვაჭრობა უნდა შეწყვიტონ.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი მოიმატებს სამიზნე ნიშნული 17,233 აშშ დოლარია. თუმცა ამ ნიშნულის მიღწევამდე ბიტკოინმა 13,973 დოლარის ზღვარი უნდა დასძლიოს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ეთერიუმის ყიდვას ექსპერტები 174 დოლარსა და 235 დოლარს შორის რეკომენდირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაეცემა შესაძლოა, კურსმა 150 დოლარის ნიშნული დაიკავოს.

ფასის ზრდის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ეთერიუმმა 200 დოლარის ზღვარი დასძლიოს.

რიპლი

ექსპერტების თქმით, რიპლის ფასის მოძრაობა 0.28-სა და 0.24 დოლარს შორის არის შესაძლებელი. ეს კურსი ფასის კლების დროს დაფიქსირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი მოიმატებს მოსალოდნელი დონე 0.45 დოლარია.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 360 დოლარს მიაღწიოს. თუმცა თუკი ეს პროგნოზი არ გამართლდა შესაძლოა, ბიტკოინ Cash-ის კურსი 105-სა და 166 დოლარს შორის შეჩერდეს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას.

ლაიტკოინი

ლაიტკოინს 69 დოლარზე ჰქონდა მხარდაჭერა. თავისთავად ეს ფასის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. თუკი კრიპტოვალუტამ ეს მხარდაჭერა დაკარგა მოსალოდნელია, რომ ფასი 58 დოლარზე ჩამოვიდეს.

კურსის მატების შემთხვევაში კი შესაძლოა, ფასმა 90 დოლარსაც კი მიაღწიოს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ლაიტკოინზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ. ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი