პიტერ შიფი: ბიტკოინი 50.000 დოლარი ვერასდროს ეღირება

0
1428

ანალიტიკოსმა პიტერ შიფმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 50.000 აშშ დოლარი ვერასოდეს გახდება.

20 აგვისტოს სოციალურ მედიაში გამართულ დისკუსიაში, პიტერ შიფმა, რომელიც კარგად არის ცნობილი თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით ბიტკოინის მიმართ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა 50.000 დოლარს ვერასდროს მიაღწევს. თუმცა ვარაუდობს, რომ ოქროს ფასი 5.000 დოლარამდე გაიზრდება.

CNBC-თან ინტერვიუს დროს პიტერ შიფი ჯო კერნენის კომენტარსაც გამოეხმაურა.

”2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე, როდესაც მე ჯერ კიდევ CNBC-ზე ვიყავი მიწვეული, ჯო კრიტიკულად უყურებდა ჩემს რჩევებს ოქროს ყიდვის შესახებ. ჯო არასწორედ ფიქრობდა ოქროზე და ახლა ის არასწორია ბიტკოინის შეფასების დროს”,- განაცხადა პიტერ შიფმა.

გარდა პიტერ შიფის ამ მოსაზრებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ოქროსა და ბიტკოინს შორის მსგავსებას პოულობს ინვესტორი მარკ კუბანი.

Dallas Mavericks– ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა, მარკ კუბანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.

“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი