დიდი ბრიტანეთი მარეგულირებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობას განაგრძობს

0
2044

დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ დადებითად არის განწყობილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ინდუსტრიაზე მთავრობის მხრიდან მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელ სისტემაში ანალიტიკოსები უფრო მეტ სიცხადეს ითხოვენ. ამ საკითხთან მიმართებაში ბოლო პერიოდია ვითარება ოდნავ შეიცვალა.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე მითითება გამოსცა. ასევე დაიწყო კონსულტაციები, რომელთა შედეგიც გამართული მარეგულირებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა.

უმეტესწილად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ინგლისის ბანკი და სხვა ინსტიტუტები ციფრულ ვალუტაზე მკაცრი ნორმების დაწესებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელები არ ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია მძლავრი ფინანსური სექტორია. გამომდინარე აქედან, არც არის აუცილებელი მკაცრი წესები.

“ჩემი აზრით, ამჟამად, კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის რისკის შემცველი არ არის. თუმცა, ველით, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ტრადიციულ ფინანსურ სექტორთან კავშირები გაიზარდება. არსებობს ფულის გათეთრებისა და კიბერ საფრთხის რისკებიც”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მარეგულირებელი წესები 2019 წლის ბოლოსთვის უკვე მზად უნდა იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი