ციფრული ვალუტის ანალიტიკოსი, ტომ ლი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი ინვესტორებისთვის ნამდვილი უსაფრთხო თავშესაფარი გახდება.
ამის შესახებ კომენტარი ტომ ლიმ Fox Business-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
“დიახ, ბაზარზე ამას ნამდვილად დაინახავთ. ბიტკოინი არის ის ციფრული ვალუტა, რომლითაც ინსტიტუციონალური ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ”,- განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტომ ლი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს. ერთი თვის წინ ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი მალე ახალ სიმაღლეებს მიაღწევდა.
CNBC-სთან ინტერვიუს დროს, ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებდა.
თუმცა ტომ ლი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.
ანალიტიკოსების უმეტესობა ტომ ლის აზრს იზიარებს. ექსპერტების ვარაუდით, აგვიტოს თვეში ბიტკოინის კურსი მკვეთრად მოიმატებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 10.430 დოლარს შეადგენს.