ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი Blockchain-ის განვითარებას მხარს უჭერს

0
1475

ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ახალ მოხსენაბაში საუბარია Blockchain ტექნოლოგიის შესახებ.

გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ Blockchain-ის პოტენციალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი ტექნოლოგია უნდა გახდეს სოციალური ეკონომიკის ინფრასტრუქტურის საფუძველი.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ Blockchain ტექნოლოგიის განვითარების საკითხში საზგადოების ჩართულობას.

კომიტეტის თქმით, Blockchain-ზე დაფუძნებული ახალი ციფრული ინფრასტრუქტურის წარმატებული განხორციელება არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ის მოიცავს სოციალური ინოვაციების დანერგვას.

საინტერესოა, რომ კიმიტეტის ერთ-ერთმა წევრმა Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოგონებას შეადარა.

”ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება სტამბის გამოგონებასთან. როგორც ვიცით, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ბიბლია იყო. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სტამბა იქცა ისეთი საშუალებად, რომელმაც მხოლოდ ბიბლია უნდა დაბეჭდოს – ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ბეჭდვის ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა ევროპის ცხოვრებაში”,- განაცხადა ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა ჯუზეპე გუარინინმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი