რიპლი იაპონურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას იწყებს

0
1657

ტოკიოს კიოტოს უნივერსიტეტთან რიპლი პარტნიორობას იწყებს. ეს პარტნიორობა Blockchain ტექნოლოგიის კვლევის ინიციატივის ნაწილია.

რიპლის გლობალური ოპერაციების უფროსმა დირექტორმა, ემი იოშიკავამ აღნიშნა, რომ იაპონურ უნივერსიტეტს დიდი ინტერესი აქვს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ.

“იაპონია კრიპტო ინდუსტრიასა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართულებით სწრაფად ხდება წამყვანი ძალა. რეგიონი ყოველთვის ფიქრობდა მიმდინარე სისტემის გაუმჯობესებაზე და ამისთვის საჭირო კვლევებს ატარებდა.

ჩვენ Blockchain ტექნოლოგიისა და ციფრული ვალუტების საკითხებთან დაკავშირებით დავინახეთ დიდი ინტერესი აკადემიური საზოგადოების მხრიდან. რიპლი მზად არის სტუდენტები ჩართოს და მოტივაცია მისცეს, რათა მათ სამომავლოდ სფეროში თავისუფლად შესძლონ თავის დამკვიდრება”,- განაცხადა რიპლის გლობალური ოპერაციების უფროსმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის მხრიდან უნივერსიტეტთან პარტნიორობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა რიპლისთან ერთად Blockchain-ის კვლევის პროგრამა დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, პეკინის ცინგუას უნივერსიტეტში რიპლისთან თანამშრომლობის საფუძველზე კვლევითი სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობას 2019 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი