Circle–ის აღმასრულებელი დირექტორი: აშშ-მ საზღვარგარეთ მომუშავე ამერიკული კომპანიებისთვის რეგულაცია უნდა შექმნას

0
1765

კრიპტოვალუტის სავაჭრო და საინვესტიციო ფირმის Circle–ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა სათანადო რეგულაციები უნდა შექმნას, რათა მეტმა ამერიკულმა კომპანია შესძლოს საზღვარგარეთ ოპერირება.

Bloomberg–თან საუბრისას, ჯერემი ელაიერმა ხაზი გაუსვა კრიპტო ბაზრის მონაწილეების საზღვარგარეთ გადაადგილების ტენდენციებს, როგორც ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ვაშინგტონში მომავალი მარეგულირებელი პოლიტიკის შექმნას.

”ციფრული აქტივების პროექტების გამრავლების ზრდა აშშ-ს საზღვრებს მიღმა ნამდვილად მიიპყრობს ხალხის ყურადღებას. ვფიქრობ, ყველაფერს საბოლოოდ საკანონმდებლო ინიციატივებისკენ მივყავართ. კანონმდებლები უნდა შეეცადონ უზრუნველყონ შესაბამისი გარანტიები და ინვესტორების დაცვა. თუმცა ასევე საჭიროა გამჭირვალობა, რათა ტექნოლოგია და ინდუსტრია განვითარდეს”,- განაცხადა Circle– ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ Circle-ი ბერმუდის კუნძულებზე ახალ კომპანის ქმნის. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, გარდა ადგილობრივი მარეგულირებლის მოთხოვნებისა, Circle-ი აშშ-ს მარეგულირებლის შეზღუდვებსაც უნდა დამორჩილდეს.

ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის ახალი სერვისები აშშ-ში მცხოვრები ადამიანებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი