შეერთებული შტატების საბანკო, საბინაო და ურბანულ საქმეთა კომიტეტმა დაასრულა მოსმენა თემაზე: ”ციფრული ვალუტების რეგულირების სისტემის შემოწმება”.
კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯერემი ელაიერი, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალისტი რებეკა ნელსონი და კალიფორნიის უნივერსიტეტის, ირვინის სამართლის სკოლის პროფესორი მერსა ბარადარენი.
აიდაჰოს სენატორმა მაიკლ კრეპომ მოსმენაზე თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია გარდაუვალი მოვლენებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამერიკის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სარგებლის მომტანი იყო.
”მსურს, აშშ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მოწინავეთა რიგებში იყოს. უნდა აღნიშნოს, რომ ორივე ტექნოლოგიას აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი და წარმოუდგენელი რისკიც”,- განაცხადა მაიკლ კრეპომ.
სენატორმა ქეთრინ მარი კორტესმა ნევადიდან აღნიშნა, რომ მას სჯერა Blockchain-ის პოტენციალის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის საფინანსო სექტორში ჩართვას სენატი არ მიესალმება.