31 წლის მამაკაცს ბრალად ედება სხვადასხვა კრიპტოვალუტის ქურდობა. გავრცელებული ინფორმაციით, მან 1.7 მილიარდი დოლარის ციფრული ვალუტა მიითვისა.
ბრალდებულმა თანხა სამი კრიპტოვალუტი მოიპარა. ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი და დეში. დაკავებულმა ნიდერლანდებში, ბელგიასა და გერმანიაში გატეხა მომხმარებელთა საფულეები. თუმცა, ეჭვმიტანილი ისრაელის მოქალაქეა.
ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, დაკავებულს ბრალად ედება ქურდობა, თაღლითობა და ფულის გათეთრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის კრიპტო დანაშაულის ცალკეული შემთხვევა. ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს თურქეთის პოლიციამ კრიპტო დანაშაულისთვის 11 პირი დააკავა.
უფრო კონკრეტულად კი, ეჭვმიტანილებს ბრალი ედებოდათ კრიპტობირჟაზე თავდასხმაში, საიდანაც მათ 80.000 დოლარზე მეტი მოიპარეს.
ზუსტად ერთი თვის წინ კი ესპანეთის სამართალდამცავებმა 35 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები საბანკო ბარათების გაყალბებითა და ბიტკოინის მეშვეობით შემოსავლების გადაფარვას ცდილობდნენ.