ევროპის ცენტრალური ბანკი Libra-ს უსაფრთხოების შესახებ საუბრობს

0
1501

ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა, ბენოით ქოურმა განაცხადა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა მანამდე არ შეიქმნება, სანამ გლობალური მარეგულირებლი არ იქნება მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული.

18 ივლისს საფრანგეთში, ჩანტილიში გამართულ G7-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბენოით ქოურმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კრიპტოვალუტა გარანტირებულად უსაფრთხო უნდა იყოს მომხმარებლებისთვის.

ქოურის განცხადებით, მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და საკუთრების უფლებების დაცვის გარანტია მარეგულირებლისგან მოითხოვს ხანგრძლივ პროცესს.

“მივხვდით, რომ არსებობს ხარვეზები ან შეუსაბამობები, რომლებიც საჭიროებს რეგულარული დისკუსიების ჩატარებას, რომ აღმოიფხვრას პრობლემა. ევროპის ცენტრალური ბანკი არ აპირებს ისეთი პროექტების განხორციელებას, სანამ არ გვექნება პასუხი ჩვენს კითხვებზე”,- განაცხადა ბენოით ქოურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ტაილანდის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადება Libra-ს შესახებ. “ჩვენ არ ვაპირებთ, რომ Libra-ს შესახებ სწრაფი გადაწყვეტილება მივიღოთ”,- განაცხადა ვერათეი სანტიპრაბობმა.

თავის კომენტარებში ვერათეი სანტიპრაბობიც ხაზს უსვამს უსაფრთხოების მნიშვნელობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი