ტაილანდის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ვერათეი სანტიპრაბობმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია Facebook-ის კრიპტოვალუტის შესახებ მსჯელობს.
მედიასთან საუბრის დროს ცენტრალური ბანკის დირექტორმა დაადასტურა, რომ Facebook-ის წარმომადგენლობა ბანკს უკვე დაუკავშირდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბანკმა ახალი გუნდი შექმნა Libra-ს შესასწავლად.
“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ Libra-ს შესახებ სწრაფი გადაწყვეტილება მივიღოთ”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.
თავის კომენტარებში ვერათეი სანტიპრაბობი ხაზს უსვამს უსაფრთხოების მნიშვნელობას:
“ყველა სახის ახალი ციფრული ვალუტა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ტაილანდის ცენტრალური ბანკი უპირატესობას არცერთ მათგანს არ ანიჭებს. მხოლოდ საფინანსო სამსახურების უსაფრთხოება არის ბანკის პრიორიტეტი”.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მიწურულს მედიით გავრცელდა ტაილანდის ცენტრალური ბანკის განცხადება, რომლის თანახმადაც ფინანსური ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენება 2019 წელს დაიწყებოდა.
ამასთანავე, ცენტრალური ბანკის დირექტორმა, ვერათეი სანტიპრაბობმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ჯერჯერობით ნაღდ ფულს ვერ ჩაანაცვლებდა.