ტიმ დრეიპერი ინდოეთის მთავრობას აკრიტიკებს

0
1387

ტექ.-ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა Twitter-ზე ინდოეთის მთავრობა გააკრიტიკა.

როგორც ცნობილია, ინდოეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის აკრძალვას განიხილავს.

“ინდოეთის მთავრობამ აკრძალა ბიტკოინი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყანაში”,- დაწერა ტიპ დრეიპერმა Twitter-ზე.

ტიპ დრეიპერი ციფრული ვალუტის ინდუსტრიის აქტიური გულშემატკივარია. ტექ.-ინვესტორი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონს მიაღწევდა.

რაც შეეხება ინდოეთს: ივნისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო კრიპტოვალუტის აკრძალვას განიხილავდა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ თავისუფლება 10 წლით შეიძლება აღეკვეთოთ.

ამასთანავე, აღნიშნული კანონი გავრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით ან ციფრული ვალუტით ფულის გადარიცხვით არის დაკავებული.

იმ შემთხვევაში თუ ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს მიიღებს მაშინ 90 დღიანი ვადა მიეცემათ მოქალაქეებს, რათა სპეციალურ უწყებასთან წარადგინონ თავიანთი კრიპტოვალუტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი