კრიპტოვალუტების ფასი მკვეთრად არის შემცირებული

0
1581

16 ივლისს დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი მოულოდნელად დაეცა. კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 11.000 დოლარის ნიშნულთან იყო მიახლოებული.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული. კურსი კვლავ 10.000 დოლარის ქვემოთ მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავობაში მხოლოდ 0.5%-ით არის მომატებული.

ფასის ასეთი კლების გათვალისწინებით აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 22%-ით არის შემცირებული.

ბიტკოინის მსგავსად შემცირდა ეთერიუმის კურსიც. ალტკოინის ფასი 200 დოლარის ქვემოთ მოექცა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასი თითქმის 12%-ით არის შემცირებული.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის ღირებულება 201 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 257 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი