მარკ კუბანი: Libra არის დიდი შეცდომა

0
1814

Dallas Mavericks-ის კალათბურთის გუნდის მფლობელი და მილიარდერი მარკ კუბანი CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში Facebook-ის მიერ გამოსაცემ კრიპტოვალუტას აკრიტიკებს.

“მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი Facebook-ის კრიპტოვალუტის. ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

კუბანმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია Libra-ს.

ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა იმ ქვეყნებში დაიწყებს ოპერირებას, სადაც არ არის კანონის უზენაესობა სრულად დაცული.

“აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა ნამდვილად არის ასეთი. შესაძლებელია ასეთ დროს ვერ გაკონტროლდეს ვალდებულებები და სწორედ აქ შეიქმნას პრობლემები”,- განაცხადა Dallas Mavericks-ის კალათბურთის გუნდის მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ მარკ კუბანი ზოგადად კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განწყობით გამოირჩევა. 2018 წლის იანვარში მარკ კუბანმა “ტვიტერზე” დაანონსა, რომ მომავალ სეზონში, გუნდის თამაშებზე ბილეთების შეძენა ბიტკოინით იქნებოდა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი