გერმანიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი: კრიპტოვალუტა ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის

0
4607

გერმანიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, ბურკარდ ბალცმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

Deutsche Bundesbank-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ბურკარდ ბალციმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა საფრთხეს არ უქმნის მონეტარულ ან ფინანსურ სტაბილურობას.

გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ხარვეზები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ციფრული ვალუტა მარეგულირებელი სტრუქტურის მიღმა ოპერირებს.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განცხადების პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ახალგზარდების უმეტეოსბა პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული ვალუტების მიმართ.

კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის Hesse და Saxony-ის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული გერმანელი ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი მზად არის ინვესტიცია კრიპტოვალუტაში განახორციელოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოკითხულ იქნა 1.000 გერმანელი, რომელთა ასაკიც 18-დან 39 წელს შორის მერყეობდა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 55% აცხადებს, რომ მათ კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ხოლო 77%, რომელიც ასევე ფლობს ინფორმაციას კრიპტოვალუტის შესახებ, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ციფრულ ვალუტაში ინვესტიციებს არ ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი