9 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1543

სამშაბათს, 9 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსმა მოიმატა.

დღის განმავლობაში გაუმჯობესდა ბიტკოინის კურსი. კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. დღის მეორე ნახეარში კი კურსი ოდნავ შემცირდა, თუმცა 12.000 დოლარის ნიშნულზე ქვემოთ არ აღმოჩენილა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ზრდა ორშაბათიდა დაიწყო. 8 ივლისს ბიტკოინის კურსი 12.600 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 310 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. 9 ივლისს, საღამოს ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი 0.13%-ით იყო გაზრდილი და კრიპტოვალუტის ფასი 309 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 345 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი