ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა Libra-ს საპასუხოდ შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას

0
1813

ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, Facebook-ის ციფრული ვალუტის საპირისპიროდ ბანკი თავის კრიპტოვალუტის შექმანზე მუშაობს.

როგორც ცენტრალური ბანკი აცხადებს, სოციალური ქსელის კრიპტოვალუტამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას. აქედან გამომდინარე, ბანკი ვალდებულია შესაბამისი ზომები მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ ვრცელ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის კვლევითი ბიუროს დირექტორმა აღნიშნა, რომ თუ Libra-ს გამოყენება მოხდებოდა გადასახადების გადახდის სისტემაში შესაძლოა, დიდი გავლენა მოეპოვებინა ფინანსურ პოლიტიკაზე, სტაბილურობასა და ზოგადად საერთაშორისო სავალუტო სისტემაზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობამ კვლავ გაიმეორა თავისი ნეგატიური პოზიცია პირველადი მონეტარული შეთავაზებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მიმართ.

რამდენიმე მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ინტერნეტიდან მომდინარე ფინანსურ რისკებზე და იქვე ხაზს უსვამს, რომ ICO-ს პროექტები და სავაჭრო პლატფორმები დახურულია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი