კვლევა: სოციალურ ქსელში კრიპტო სტატუსების უმეტესობა პოზიტიურია

0
1380

სოციალურ ქსელ Twitter-ზე ყოველთვის აქტიურად იწერება კრიპტო სტატუსები. თუმცა ბოლო კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ სტატუსებს ამერიკის მოქალაქეები წერენ. სტატუსების 40% სწორედ ამერიკაზე მოდის.

ამერიკის შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი და ინდოეთი. კრიპტო სტატუსების სიმცირით კი გამოირჩევა პერუ, მალაიზია, ინდონეზია, ვიეტნამი. იტალიელები კი კრიპტოვალუტის მიმართ ყველაზე პოზიტიური პოსტებით გამოირჩევიან.

რაც შეეხება ვენესუელას: რაოდენ გასაკვრიც არ უნდა იყოს ვენესუელაში კრიპტოვალუტის მიმართ ყველაზე ხშირად ნეგატიური სტატუსები იწერება. სტატუსები ძირითადად ნავთობის პეტროთი შესყიდვას ეხება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური მასშტაბით Twitter-ზე ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული სტატუსების უმეტესობა პოზიტიურია. ასეთი პოსტების რაოდენობა 59.8%-ს შეადგენს.

კვლევაში ასევე საუბარია Facebook-ის მიერ შექმნილ ციფრულ ვალუტაზეც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Libra-ს შესახებ პოსტების 54,8% ნეგატიურია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი