ანალიტიკოსი საიმონ პეტერსი: ბიტკოინის ფასი 50.000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს

0
1641

ანალიტიკოსმა საიმონ პეტერსმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი უფრო მოიმატებს. ანალიტიკოსის პროგნოზით, ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარის დონემდე გაიზრდება. ზრდის ეს მაჩვენებელი კი შესაძლოა, დაახლოებით ორ კვირაში დაფიქსირდეს.

საიმონ პეტერსის მოსაზრებით, წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი 50.000 დოლარიდან 100.000 დოლარამდე გაიზრდება.

პეტერსის განცხადებით, ბიტკოინს 7-დან 14 დღე დასჭირდება რეკორდულ მაჩვენებელის მისაღწევად. ანალიტიკოსი გულისხმობს ფასის იმ დონეს, როდესაც ბიტკოინის ფასი 11.800-დან 20.000 დოლარამდე გაიზრდება.

პეტერსს მიაჩნია, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი ფასის ზრდა განსხვავდება წინა შემთხვევისგან. ანალიტიკოსის მოსაზრებით, ბიტკოინის კურსმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ინსტიტუციონალური ინვესტორები ვაჭრობაში აქტიურად ჩაებნენ.

“ბაზარზე არსებული გაყიდვების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია ძალიან მალე ფასის კიდევ უფრო ზრდა ვნახოთ. მაშინაც კი, თუ ეს ასე მოხდება ბიტკონი კვლავაც დარჩება სიის სათავეში. ეს კი ნიშნავს, რომ წლის პირველ ნახევარს ბიტკოინი უკიდურესად დადებითი პოზიციებით დაასრულებს. ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ მიაღწევს ბიტკოინის ფასი 50.000 დოლარის შემდეგ 100.000 დოლარის ნიშნულს”,- განაცხადა ანალიტიკოსმა საიმონ პეტერსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი