ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას პროგნოზირებენ

0
1761

ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ტრეისი მეიერმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლომდე ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარს არ ასცდება.

მისი აზრით, ბიტკოინის ფასი წლის ბოლოსთვის 21.000 დოლარი იქნება. ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების შეფასებით კი ბიტკოინის ფასი 40.000 დოლარზე არ შეჩერდება.

“ძალიან საეჭვოა, რომ ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს”,- განაცხადა ტრეისი მეირმა.

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსმა ტომ ლიმ მანამდე განაცხადა, რომ ბიტკოინი გაცილებით მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება, ვიდრე ეს 2017 დეკემბერში იყო.

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ CNBC-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი სულ უფრო და უფრო მოიმატებს.

ინტერვიუს დროს ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს. ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 10.930 დოლარს შეადგენს. თუმცა ტომ ლი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.

“ვფიქრობ, ბიტკოინი ადვილად დაიპყრობს ახალ სიმაღლეებს”,-განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი