მალტა ახალ მარეგულირებელ წესებზე მუშაობს. ახალი წესების მიხედვით, ყველა საკონტრაქტო ხელშეკრულება, რომელიც უძრავ ქონებას შეეხება, უნდა დარეგისრირებული იყოს Blockchain სისტემაში.
ამის შესახებ ინფორმაციას Malta Today ავრცელებს.
მალტის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმა განაცხადა, რომ კაბინეტმა დაამტკიცა ახალი რეგულაციები, რომლებიც უახლოეს დღეებში გახდება საჯარო.
“ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ სერვისს. ყველა ხელშეკრულება Blockchain სისტემაში უნდა იყოს დარეგისტირებული. ეს არის უსაფრთო სისტემა”,- აღნიშნა მალტის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმა.
შეგახსენებთ, რომ გარდა უძრავი ქონებისა, მალტაზე ყველა საგანმანათლებლო სერთიფიკატი Blockchain ტექნოლოგიაზე განთავსდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპილოტე პროგრამა ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საგანმანათლებლო სერთიფიკატებში იგულისხმება, როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო სერთიფიკატები.
ინფორმაციის მიხედვით, მალტის მთავრობამ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Learning Machine-თან, რომელსაც აღნიშნული საპილოტო პროექტის შესრულება ევალება.