ორი ებრაელი ძმა კრიპტოვალუტის ბირჟაზე, Bitfinex-ზე ჰაკერული თავდასხმის გამო დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Finance Magnates-ი აქვეყნებს.
ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა Finance Magnates-ს განუცხადა, რომ ორივე ძმის მიერ მოპარულმა ფულმა ათობით მილიონი შეადგინა.
Bitfinex-ზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა 104.000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა კრიპტობირჟას უკან დაუბრუნა.
თუმცა ბირჟას ჯერ მხოლოდ 27.7 ბიტკოინი დაუბრუნეს. 2016 წლის აგვისტოში კი ჰაკერებმა 120.000 ბიტკოინი მოიპარეს.
მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მოპარული კრიპტოვალუტა ბირჟას დაუბრუნეს Bitfinex-მა აღნიშნა, რომ ისინი ახლა ციფრული ვალუტის დოლარში კონვერტაციას მოახდენენ.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bitfinex-ი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ აშშ-ს მთავრობა თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, კრიპტო საზოგადოებას უკვე აქვს კრიპტოვალუტის ბირჟებზე ჰაკერების ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეიტინგით მე-5 კრიპტობირჟა Bitfinex-ი ბიზნესის გადატანს შვეიცარიაში გეგმავდა.