20 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1579

ხუთშაბათს, 20 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი გაიზარდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა კრიპტოვალუტების კურსის მკვეთრი მატება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მიუახლოვდა 10.000 დოლარის ნიშნულს. გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 9,527 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის მანძილზე ბიტკოინის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი პირველად დაფიქსირდა ასეთ მაღალ ნიშნულზე.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე ასევე მკვეთრად მომატებულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 290 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 289 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი