ფილიპინების მთავრობა Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1421

ფილიპინების მთავრობამ, კონკრეტულად კი საინფორმაციო კომუნიკაციის ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ხელი მოაწერა შეთანხმების მემორანდუმს აშშ-ში დაფუძნებულ Blockchain კომპანიასთან.

ფილიპინების მთავრობის წარმომადგენელმა, ელისეო რიომ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რამხელა სარგებელს მოუტანს ქვეყანას Blockchain ტექნოლოგია.

“Blockchain ტექნოლოგია უშუალო სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. უპირეველესყოვლისა, ეს არის წარმატებული ნაბიჯი ბიზნეს სექტორისთვის”,- განაცხადა ფილიპინების მთავრობის წარმომადგენელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპინები Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უმსხვილესი ხუთი ბანკი Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის პლატფორმას ნერგავდა.

ბანკების მიერ ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფილიპინების ბანკების კავშირი ხელს შეუწყობს იმ ბანკებს, რომლებსაც სურთ გადარიცხვების პროცესი უფრო ეფექტური გახადონ.

სისტემა Blockchain-ი B2B სისტემაზე იქნება დაფუძნებული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ბანკების კავშირი არის პირველი საფინანსო ინსტიტუცია, რომელიც B2B სისტემას გამოიყნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი