18 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1464

ოთხშაბათს, 18 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინი კვლავ ინარჩუნებს 9.000 დოლარის ნიშნულს. ამჟამად, კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირებულია. ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსი 9.045 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა დაახლოებით 11%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 2.27%-ით შემცირდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალტკოინის ფასი დაეცა. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული 265 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული თითქმის 6.8%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 282.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა კვირის მაჩვენებელზე 11.6%-ით მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი