Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ CNBC-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი სულ უფრო და უფრო მოიმატებს.
ინტერვიუს დროს ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს. ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 9.000 დოლარს შეადგენს. თუმცა ტომ ლი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.
“ვფიქრობ, ბიტკოინი ადვილად დაიპყრობს ახალ სიმაღლეებს”,-განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ტომ ლი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის “ზამთარი” უკვე დასრულდა. ამ განცხადებაში ტომ ლი გულისხმობდა იმას, რომ ციფრული ვალუტის კურსის კლების ტენდენცია მოსალოდნელი ნაკლებად იყო.
ეს განცხადება Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
ამასთანავე, მარტში CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლი აღნიშნავდა, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას 2019 წლის აგვისტოს თვეში დაიწყებდა. როგორც ტომ ლი აცხადებს, სწორედ ამ დროს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შეიცვლება.