სამხრეთ კორეის Blockchain ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
1344

სამხრეთ კორეის ფინანსური მარეგულირებლის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, Blockchain ასოციაციის ხელმძღვანელი გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას The Korea Times-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის Blockchain ასოციაცია მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნაზე მუშაობს. ორგანიზაცია მუშაობს, როგორც ტექნოლოგიის მხრივ, ასევე კრიპტო სივრცის კუთხით.

24 ივნისისს უკვე ოფიციალურად გაცხადდება ოჰ გაპ-სუს დანიშვნა.

ამჟამად, ოჰ გაპ-სუ გლობალური ფინანსების საზოგადოების პრეზიდენტია. The Korea Times-ის ცნობით, ოჰ გაპ-სუმ ფინანსური პოლიტიკა პრეზიდენტ მუუნ ჯაე-ინის საარჩევნო კამპანიისთვის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ მაისის მიწურულს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მარეგულირებელი წესების შემუშავება დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი 2018 ივნისში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მოვალეობა სამართლებრივ რეგულაციების შემუშავება იყო. ჯგუფს უნდა მოეგვარებინა ყველა პრობლემა, რომელიც ეხებოდა პერსონალურ კონფიდენციალობას, “ჭკვიან კონტრაქტებსა” და ელექტრონულ დოკუმენტაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი