ბრაზილიის უმსხვილესი ბანკი Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1930

ბრაზილიის უმსხვილესი ბანკის, Bradesco-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები Blockchain პლატფორმას დანერგავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Bradesco არ არის პირველი ბანკი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიით დაინეტერესდა. ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო ჯგუფი Santander-ი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავდა. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით.

აპლიკაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის გაზაფხულზე, ლონდონში გამართულ Fintech-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ბრიტანეთის Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათან ბოსტოკმა განაცხადა:

“ჩვენ ვიქნებით პირველი მსხვილი ბანკი, რომელიც გადახდის საერთაშორისო სისტემას Blockchain-ის დახმარებით განახორციელებს”.

2018 წლის იანვრის ბოლოს, Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ბოტინმა 2017 წლის კომპანიის საშემოსავლო პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ეს პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ესპანეთში, ბრაზილიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი