6 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1413

ხუთშაბათს, 6 ივნისს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები ძალიან არასტაბილური იყო. დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფასების, როგორც კლების ისე ზრდის მაჩვენებელი. თუმცა კრიპტოვალუტების ფასმა მკვეთრი ზრდის ტენდენციის დაფიქსირება ვერ შეძლო.

გასული კვირის მანძილზე ბიტკოინის კურსი კვლავ ცდილობდა 9.000 დოლარის ნიშნულისთვის ხელახლა მიეღწია და შეენარჩუნებინა. თუმცა კურსი მკვეთრად ჩამოსცდა 8.000 დოლარის ნიშნულს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.67%-ით შემცირდა. ბიტკოინის ფასმა კი 7.676 დოლარი შეადგინა.

ფასის შემცირებას მოჰყვა კაპიტალიზაციის შემცირებაც. კურსის კლების დროს ბიტკოინის კაპიტალიზაცია 136 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 1.8%-ით შემცირდა. კურსის შემცირების შემდეგ ეთერიუმის ფასმა 241.77 დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 243 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი