მალაიზიის მარეგულირებელმა სამი კრიპტობირჟა ოფიციალურად დაარეგისტრირა

0
1925

მალაიზიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ სამი კრიპტოვალუტის ბირჟა დაარეგისტრირა, ესენია: Luno Malaysia, Sinegy Technologies-ი და Tokenize Technology.

კრიპტო ბირჟებზე ვრცელდება კანონი, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა მარეგულირებელთან დარეგისტრირება.

ციფრული ვალუტის ბირჟის, Luno-ს წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული სამი ბირჟა რეგისტირებულია და უფლება აქვს მალაიზიის მასშტაბით თავისუფლად იმუშაოს.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მარეგულირებელთან და ბანკებთან, რათა დარწმუნდნენ კრიპტოვალუტის და ციფრული აქტივების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის კანონიერ საფუძვლებში. ჩვენ გვჯერა, რომ კრიპტოვალუტა ფულის მომავალია. რეგულირება საბოლოო ჯამში მომხმარებელს მოუტანს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ყველა კრიპტო ბიზნესისთვის ადეკვატურ სტანდარტებს”,- განაცხადა სამხრეთ აზიაში Luno-ს გენერალურმა მენეჯერმა დევიდ ლოუმ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მალაიზიამ მარეგულირებელი სისტემა შექმნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგულაცია ციფრული ვალუტის, ტოკენებისა და კრიპტო-აქტივების კლასიფიკაციას მოახდენდა. ყველა ზემოთჩამოთვლილის სტატუსი განისაზღვრა, როგორც ფასიანი ქაღალდი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი