მაიკ ნოვოგრაცი: სოციალური მედიის ციფრული ვალუტა წარმატებული პროექტი იქნება

0
1785

კრიპტოვალუტის კომპანიის Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი ვარაუდობს, რომ სოციალური მედიის გიგანტების მიერ შექმნილი რომელიმე კრიპტოვალუტა უდავოდ წარმატებული პროექტი იქნება.

ამის შესახებ მაიკ ნოვოგრაციმ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა იქნება წარმატებული. ასევე საჭიროა, რომ Telegram-ს ჰქონდეს თავისი კრიპტოვალუტა. მე კარგად ვხედავ, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები წარმატებული აღმოჩნდება”,- აღნიშნა ინტერვიუს დასასრულს Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა.

2018 წლის ივლისში მაიკ ნოვოგრაციმ განაცხდა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ადაპტირება 5-6 წელიწადში მოხდებოდა.

“თქვენ ვერ იხილავთ მასობრივად ადაბტირებას, სანამ მომხმარებელი არ იგრძნობს რაიმე ახალს და ეს ხუთიდან ექვს წლამდე პერიოდში მოხდება”,- აღნიშნა მაიკ ნოვოგრაციმ.

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი ასევე ოპტიმისტურად იყო განწყობილი ბიტკოინის კურსის მიმართ. მისი განცხადებით, 2019 წელს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი