ჩინეთში ვაჭრობა რეგულაციების გვერდის ავლით ისევ მიმდინარეობს

0
2298

ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალება ზედმეტად მწვავე რიტორიკით იუწყება, რომ კრიპტოვალუტის ბირჟაზე ვაჭრობა და ICO შეთავაზება ქვეყანაში დაწესებული რეგულაციის გვერდის ავლით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Xinhua News-ი ავრცელებს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს მიერ სავაჭრო პლატფორმის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, კრიპტო ვაჭრობამ საზღვარგარეთის ბირჟებზე გადაინაცვლა.

მიუხედავად ამისა, ჩინეთის ცენტრალური მთავრობის მმართველობის სფეროში მომუშავე უწყების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არალეგალური ვაჭრობა ჩინეთის ტერიტორიაზე მაშინ ძლიერდება, როცა სახელმწიფო მთელი რიგი აკრძალვებისა და რეგულაციების გამკაცრების შესახებ იწყებს საუბარს.

ჩინეთის ინტერნეტ-საფინანსო უსაფრთხოების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, შარშან ნოემბერში, ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გევრდის ავლით 20-ზე მეტი ვაჭრობის შემთხვევა დაფიქსირდა. ვაჭრობას ადგილი ჰქონდა ჰონგ-კონგში და საზღვარგარეთ, იაპონიასა და აშშ-ში.

გარდა ამისა, ოფიციალურ ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ ერთი კრიპტოვალუტის მეორეზე გადაცვლა კონტინენტურ ჩინეთში აკრძალულია, თუმცა ეს სერვისი ჩინელი ინვესტორებისათვის მაინც ხელმისაწვდომად რჩება. როგორც ჩანს, ეს სერვისიც რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ICO-ს კომპანია საზღვარგარეთ გადავიდა, რათა იქ გააგრძელონ ოპერირება მათი პერსონალი და ინვესტორებიც კვალავ ჩინეთში რჩებიან” – აღნიშნულია ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი