27 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1644

ორშაბათს, 27 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ დაფიქსირებული ბიტკოინის ფასი 2019 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

დღის განმავლობაში ბიტკოინმა 9%-იანი ზრდა აჩვენა. კრიპტოვალუტის კურსმა 8.727 დოლარს მიაღწია.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის მაისს ბიტკოინის კურსი 8.700-სა და 8.000 დოლარს შორის მერყეობდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა 10.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 7.1%-ით გაიზარდა. ალტკოინის კურსის ნიშნულმა კი 267 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 269.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ციფრული ვალუტის ბაზარზე კვლავ ბიტკოინი დომინირებს. კრიპტოვალუტის წილი ბაზარზე 57.3%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი