22 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1692

ოთხშაბათს, 22 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. დაიკლო კრიპტოვალუტების ფასებმა, თუმცა კურსის მკვეთრი ვარდნა არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინის ფასი კვლავ რჩება 7.900 დოლარის ნიშნულს ქვემოთ. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული კი 7.850 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის მანძილზე ბიტკოინის კურსი 1.83%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსის ნიშნული 252 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის მანძილზე ეთერიუმის ფასი 8.7%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 246.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა კვირის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი