ლაოსის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

0
1978

ლაოსის ცენტრალურმა ბანკმა საზოგადოება ციფრული ვალუტების გამოყენების, შეძენის ან გაყიდვის აკრძალვის შესახებ გააფრთხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას Vientiane Times-ი აქვეყნებს.

ცენტრალური ბანკი ფინანსური ბაზრის მონაწილეებს და საზოგადოებას კრიპტოვალუტით გარიგებების გამო აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ციფრული ვალუტით არანაირი სახის ოპერაცია არ განახორციელონ.

გაფრთხილების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკანონო საქმიანობაა. უფრო ადრე ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის კრიპტოვალუტით ნებისმიერი სახის ოპერაციის ჩატარება აკრძალა.

როგორც მედია წერს, ცენტრალური ბანკის ასეთი პოზიცია კრიპტოვალუტის ანონიმურობით უნდა იყოს განპირობებული. ანონიმურობა კი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

როგორც Vientiane Times-ი წერს, ხელისუფლებას არ გააჩნია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემა, რათა ინვესტორი ან ფინანსური კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტით სარგებლობს სრულად იყოს დაცული.

შეგახსენებთ, რომ ლაოსის მეზობელ ტაილანდში ციფრულ ვალუტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება ბევრად ჯანსაღია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტაილანდის მარეგულირებელი ციფრული აქტივების რეგულაციაზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი