ხუთშაბათს, 9 მაისს კრიპტოვალუტის ბაზრის ხანმოკლე შემცირების შემდეგ ციფრული ვალუტის ფასმა კვლავ მომატება დაიწყო.
ბიტკოინის კურსმა 6.000 დოლარის ზღვარი დასძლია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასი 3.4%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის მოგება 11.71%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილას მყოფ ეთერიუმს: ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.8%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კი ეთერიუმის ფასი 173 დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 7 მაისს ეთერიუმი 180 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა შემდეგ ალტკოინის კურსი 166 დოლარამდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 6.3%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 188.586 მილიარდ დოლარს შეადგენდა.