სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა fintech-ის 9 კომპანიას ლიცენზია მიანიჭა

0
1582

სამხრეთ კორეის საფინანსო მომსახურების კომისიამ ცხრა fintech კომპანიას ლიცენზია მიანიჭა.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მარეგულირებელმა იმ კომპანიებს მიანიჭა ლიცენზია, რომელიც ინოვაციურ სერვისებს, მეხუთე თაობის სატელეკომუნიკაციო და სხვა ახალი ტექნოლოგიებს იყენებენ. განცხადებაში ასევე საუბარი იყო Blockchain კომპანიების ლიცენზირებაზეც.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირების პროცესი გასული წლის იანვრიდან დაიწყო. ადგილობრივი მედია საშუალება Korea Times-ი იუწყება, რომ 100-ზე მეტი კომპანია ელოდება ლიცენზირებას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2019 წლის თებერვალში დაანონსდა, რომ სეულის მთავრობა Blockchain-ისა და fintech-ის განვითარებაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Blockchain ტექნოლოგიასა და fintech სტარტაპში ერთ მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავდა.

“ინოვაციური ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელება იქნება გადამწყვეტი მამოძრავებელი ძალა ინოვაციური საწარმოო კომპანიების ზრდისთვის. ჩვენ კი ვაპირებთ, რომ უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ტექნოლოგიურ პროექტებში. საბოლოოდ კი ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულყოფილი და მდგრადი სამეწარმეო ეკოსისტემა”,- განაცხადა სეულის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯო ინდოგმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი