ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 11% ბიტკოინის მფლობელია.
ამის შესახებ ცნობილი გახდა კომპანია Blockchain Capital-ის კვლევის შედეგად.
კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა რომ, ამერიკელების დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ 2017 წლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელებში ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერება ამაღლდა.
2017 წლიდან 2019-მდე 77%-ით გაიზარდა იმ ადამინთა რიცხვი, რომლებიც ბიტკოინით დაინტერესდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბიტკოინის მიმართ ინტერესს 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები გამოხატავენ.
საკუთრების ასპექტის მიხედვით კი 18-დან 34 წლის ასაკის ამერიკის მოქალაქეების 20%-მა განაცხადა, რომ ბიტკოინში ინვესტიციებს ახორციელებს. 35-დან 44 წლამდე გამოკითხულთა ადამიანების მხოლოდ 11%-მა განაცხადა, რომ ბიტკოინის მფლობელია.
კვლევამ აჩვენა, რომ 50 წლის ზევით 5% ფლობს ბიტკოინს, ხოლო ამერიკელი პენსიონერების მხოლოდ 3%-ს აქვს ბიტკოინში ინვესტიცია ჩადებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სამხრეთ კორეაში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 23% კრიპტოვალუტაში ინვესტიციებით დაინტერესებული იყო.