ჩილეს საკანონმდებლო ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს განიხილავს

0
1214

ჩილეს ფინანსთა მინისტრმა ფელიპე ლერეინმა კონგრესში კრიპტოვალუტისა და fintech-ის რეგულაციაზე კანონპროექტი წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ახალი წესებით შემოთავაზებული მოთხოვნები გარემოს უფრო ჯანსაღს გახდის. როგორც მინისტრი აღნიშნავს, კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველანაირი ტიპის ბიზნესის ინტერესი.

ადგილობრივი მედია საშუალებები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მოქნილობა არის კანონპროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან პროგრესის ტემპი ძალიან დიდია.

მედიაში გავრცელებული სხვადასხვა სტატიის თანახმად, ჩილეში არსებობს კრიპტოვალუტის ბირჟის მზარდი რაოდენობა, რომელიც ამჟამად არ არის რეგულირებული. უფრო მეტიც, მინისტრმა ასევე გააფრთხილა საზოგადოება კრიპტო ინვესტიციების რისკების შესახებ.

“რეგულაცია გარკვეულ რისკებს შეამცირებს, მაგალითად, როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება. ჩვენ გვინდა ყველა ადეკვატურად იყოს დაცული, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ამ ინდუსტრიასთან”,- განაცხადა ჩილეს ფინანსთა მინისტრმა ფელიპე ლერეინმა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ჩილეს ანტიმონოპოლიურმა სასამართლომ კრიპტოვალუტის ბირჟების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. სასამართლოს განაჩენი კრიპტობირჟებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი