იაპონიის მსხვილი ბანკი რიპლის Blockchain-ს გადარიცხვებისთვის გამოიყენებს

0
1873

მსხვილმა იაპონურმა ბანკმა Resona-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ რიპლის Blockchain გადახდების პროექტში მონაწილეობას მიიღებს.

Resona Group-ის შვილობილი კომპანია იაპონიაში მეხუთე უმსხვილესი საბანკო ჯგუფია, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში SBI Sumishin Net Bank-ი და Suruga Bank-ი შეუერთდა.

პლატფორმამ ოქტომბრის თვეში დაიწყო ტესტირების გავლა. პროექტის მიზანია გადარიცხვების დაჩქარება და მომხმარებლის სწრაფი მომსახურეობა. პროექტი თანადაფინანსებულია იაპონიის საფინანსო მომსახურების გიგანტის SBI Holdings-ისა და რიპლის Blockchain-ის მიერ.

ამ ეტაპზე ბანკი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტით კლიენტებისთვის მომსახურეობა გაუმჯობესდება.

ჯერ კიდევ თებერვლის თვეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Finablr-ი, რომელიც არის გლობალური გადახდის პლატფორმა და უცხოური ბირჟის ოპერატორი რიპლის RippleNet Blockchain ქსელში ჩაერთო.

კომპანიის ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ბირჟისა და გადახდის პლატფორმა Unimoni, რომელიც, თავის მხრივ, რიპლის RippleNet Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებდა. ეს სისტემა კი გადარიცხვებს უფრო მეტად დააჩქარებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი