კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის ანალიტიკოსებმა კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ბიტკოინისა და ალტკოინის ფასები უკვე დაფიქსირდა ყველაზე დაბალ ნიშნულებზე და ამიტომ უკვე დროა ციფრული ვალუტების კურსმა მკვეთრი ზრდა აჩვენოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსებმა ბოლო პერიოდის ბაზარის შესწავლის გარდა, ყურადღება გაამახვილეს წინა წლების ბაზრის მონაცემებზე.
კვლევაში განხილულია ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასების მოძრაობა 2014-2019 წლებში. ამ პერიოდის გათვალისწინებით ანალიტიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მარტი-აპრილის პერიოდში ფასის ცვლილების ალბათობა ყველაზე მაღალი იყო.
როგორც ჩანს, ამ წლებში კრიპტოვალუტამ 90 დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი ცვლილება დააფიქსირა. 90 დღის განმავლობაში მარტის შუა რიცხვებში ბიტკოინის ფასი 6.500-დან 3.100 დოლარამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ტექ.-ანალიტიკოსმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინმა პოზიციების დაბრუნება დაიწყო. ლიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ ინვესტორების ნაწილმა დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტა 2018 წლის დასაწყისში გაყიდა. თუმცა მან იქვე დაამატა, რომ ახლა ზუსტად ეს ინვესტორები ცდილობენ პოზიციების დაბრუნებას.