პუერტო-რიკოზე დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის პლატფორმა San Juan Mercantile Exchange-მა დაიწყო საბანკო ოპერაციების განხორციელება ახალი შვილობილი კომპანიის მეშვეობით.
ბირჟა ასევე ცდილობს გააფართოვოს ინსტიტუციური ინვესტორების საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ბირჟამ ლიცენზია მარეგულირებლისგან უკვე მიიღო.
“San Juan Mercantile Exchange-ის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია,”- განაცხადა ბირჟის პრეზიდენტმა.
ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში Bloomberg-ი აცხადებდა, რომ ბანკებისა და კრიპტოვალუტის კომპანიების ურთიერთობა პრობლემური იყო.
სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთი მსხვილი ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის კომპანიებისთვის ანგარიშის გახსნა სრულიად კანონიერი ოპერაციაა.
თუმცა მან იქვე ისიც დასძინა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია ზედმეტი “თავის ტკივილია” და გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ბანკებს მათთან ურთიერთობისგან თავის შეკავება ურჩევნიათ.
მიუხედავად ამისა, Bloomberg-ი ასევე აღნიშნავდა, რომ მაშინ, როდესაც უფრო დიდი ბანკები თავს არიდებენ კრიპტოვალუტის კომპანიებთან თანამშრომლობას შედარებით პატარა ბანკები პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება აქტიურად ითანამშრომლონ ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან.