2 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1883

სამშაბათს, 2 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაუმჯობესდა.

2019 წელს ბიტკოინის ფასი პირველად დაფიქსირდა 4.500 დოლარის ნიშნულზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსის პროცენტული ზრდის მაჩვენებელმა 14%-ს მიაღწია.

ბიტკოინის ფასმა თუ ამ ტემპით გააგრძელა ზრდა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 4 აპრილს კრიპტოვალუტის კურსი 4.849 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 4.744 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი დღის განმავლობაში 10%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, ეთერიუმის კურსის ნიშნული 157 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ფასის მომატების შემდეგ ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაციამ 15.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 163 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი