ვიეტნამში პირველი ლიცენზირებული კრიპტოვალუტის ბირჟა გაიხსნება

0
2461

ვიეტნამის უმსხვილესმა სადისტრიბუციო კომპანიამ Linh Thanh Group-მა შვეიცარიის Blockchain კომპანია KRONN Ventures AG-სთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ციფრული ვალუტის წარმოებას და ვიეტნამში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შექმნას. კომპანიამ სათანადო ლიცენზია უკვე მიიღო.

გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, ახალი ბირჟა ვიეტნამში პირველი ავტორიზებული კრიპტოვალუტის ბირჟა იქნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნა ვიეტნამისთვის საკმაოდ პროგრესული ნაბიჯია, რადგან ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს ციფრული ვალუტის მიმართ არცთუ პოზიტიური განწყობა ჰქონდათ.

ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ვიეტნამის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში მაინინგის ტექნიკის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. მანამდე კი მთავრობამ ოფიციალური დოკუმენტი გამოსცა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვიეტნამში აკრძალულია კრიპტოვალუტისა და ზოგადად ციფრული ვალუტების გამოყენება.

გარდა ამისა, დოკუმენტში ისიც იყო აღნიშნული, რომ 2018 წლის იანვრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის გამოშვება და გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ვიეტნამში კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება იკრძალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი